თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 7 სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამაში „ბალანსი“ და გადაეცათ სერტიფიკატები.
პროფესიული პროგრამის „ბუღალტრული აღრიცხვა“ სტუდენტებმა საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა "ბალანსი" შპს "ბიდიო სოლუშენს" - თან თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შეისწავლეს. კურსი 15 სტუდენტმა გაიარა, მათგან პირველ ეტაპზე 7 შეირჩა საგამოცდოდ.
სერტიფიცირებული სტუდენტები თავისუფლად შეძლებენ დასაქმებას და მუშაობას კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში.